29/03/2023
14:29
პოლიტიკა
რაში სჭირდება გილაურს პარტია, ფული აკლია, თუ საერთაშორისო ავტორიტეტი? ის სერიოზული ფირმის ხელმძღვანელია, მგონი, საქართველოში არც არის, ოფისი სტამბოლში აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან“.
„ნიკა გილაური ეწევა იმ რეფორმების პროპაგანდირებას თუ იმ იდეების შეთავაზებას სხვა სახელმწიფოებისადმი, რომელიც ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს არის ბრენდი. ის რეფორმები, რომლებიც ჩაატარა და ამ ბრენდის ასე ვთქვათ გამტარებელი არის გილაური და აქ უნდა ახლა დეპუტატად გახდეს და ბოიკოტში იყოს? დეკანოიძეს და მელიას რაც შეეხება, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს. არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზულად განსახილველი საკითხი“, – განაცხადა გოცირიძემ.
0
0