
"რაშაგეითის" საქმის მტკიცებულებები უკვე სასამართლოშია, "დიფ სთეითის" პროპაგანდის ფრთა კი სრული პანიკის რეჟიმშია - ამ განცხადებას ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი "ფოქსნიუსთან" ინტერვიუში აკეთებს.
ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ჩრდილოვან მმართველობას ამხელს, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური გავლენები გამოძიების პროცესში ისევ ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან და ისევ სიმართლის აბუჩად აგდების პროპაგანდისტულ ტაქტიკას იყენებენ.
სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, უცხო ქვეყნებში არასასურველი მთავრობებისა თუ კანონების შეცვლა რომ "დიფ სთეითის" ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტის შვილმაც. დონალდ ტრამპ უმცროსი პირდაპირ ამბობს, რომ USAID-ი და არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი "დიფ სთეითის" დანაყოფებია. მისივე თქმით, ჩრდილოვან მმართველობასთან ბრძოლას განსაკუთრებით ართულებს ათწლეულების განმავლობაში დანერგილი იდეოლოგიები.
0
0