
"რასაც ტრამპი ამბობს, კარგი და გასახარებელი ამბავი კი არ არის, არამედ რეალობაა - ის მკაცრი რეალობა, რასაც გეოპოლიტიკა ეფუძნება და ამას სასტვენით და დოლის ბრახუნით ვერ შეცვლი", - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვით, უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.
"რასაც ტრამპი ამბობს, კარგი და გასახარებელი ამბავი კი არ არის, არამედ რეალობაა - ის მკაცრი რეალობა, რასაც გეოპოლიტიკა ეფუძნება და ამას სასტვენით და დოლის ბრახუნით ვერ შეცვლი. იმ პოლიტიკოსებმა და, მით უმეტეს, თვითგამოცხადებულმა ექსპერტებმა, რომლებმაც თავიანთი ლებჟუტურ-პროპაგანდით ადამიანების ერთი ნაწილი სრულად გადააბრუეს, იქნებ ახლა მაინც ცოტა ხნით შეწყვიტონ ჭიკჭიკი და ყური იმასაც მიუგდონ, რაც დედამიწაზე ხდება! ტრამპის ლანძღვა საქმეს ვერ უშველის!
P.S. მიხომ გამოიარა ბირჟაზე, სადაც პოლიტიკაზე კამათობენ. თაგვი რომ შვრება, იმას რა ჰქვიაო, იკითხა. ცურცლიო, უპასუხეს. ქათამი რომ შვრებაო, სკლინტიო. ცხვარი რომ შვრებაო? კურკლიო. ჰოდა, რისი ექსპერტებიც ხართ, იმაზე ილაპარაკეთო!" - წდერს ვასილ მაღლაფერიძე.
ცნობისათვის: აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება. ამის შესახებ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025