
ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ, - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ლაშა ტალახაძე, ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
მისივე განცხადებით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.
"ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ის საქმე, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია - ასე დავარქმევდი ამას. ხმამაღლა ვიტყვი იმას, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლასა და წინსვლას", - აცხადებს ლაშა ტალახაძე.
გუშინ ესტონეთმა საქართველოს კიდევ 55 ოფიციალურ პირს, ლიეტუვამ 74, ლატვიამ კი 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სიაში მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის მოქმედი და ყოფილ წევრები. მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ასევე მოძრაობა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები.
0
0