14/09/2022
12:22
პოლიტიკა
ის, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებს, საინფორმაციო ტერორიზმი და საინფორმაციო დივერსიაა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამას აძლიერებს ოთხეული, რომლებიც ან მავნებლები არიან ან სასარგებლო იდიოტები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ეს არის რუსული ჰიბრიდული ომი.
„იცით, რომ არსებობს გერასიმოვის დოქტრინა, რომელიც დაფუძნებულია მოსახლეობის საინფორმაციო დივერსიაზე და საინფორმაციო ტერორიზმზე. ის, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებს, ამას პირდაპირ უნდა დავარქვათ, რომ ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, საინფორმაციო დივერსია საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამას აძლიერებს შემდეგ ოთხეული, რომლებიც ან მავნებლები არიან ან სასარგებლო იდიოტები, სხვა შეფასება იმის დაჟინებას, რომ დასავლეთს ომი უნდა, აშშ - ის ელჩი არის საქართველოს მტერი, არ შეიძლება მივცეთ. ყველა ცუდია, რა გამოდის - კარგია რუსეთი და იქიდან უნდა შემოვიტანოთ ხორბალი, სასიცოცხლო რესურსები და იტყვიან, რომ კი არის რუსეთი ოკუპანტი, მაგრამ რა ვქნათ - რომ არ მოგშივდეთ, აუცილებელია რუსეთთან კარგად ყოფნა, ამ სისულელე ნარატივს ავრცელებენ და ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს "ქართული ოცნება",- განაცხადა მანჯგალაძემ.
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას. ის მედიაში გავრცელებულ რადას დეპუტატ ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მან თქვა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. კობახიძის განცხადებით, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით აზრი ქართულ საზოგადოებას ჰკითხონ.
0
0