
ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ამის უკან რა ინტერესი შეიძლება, იდგეს, ყველას კარგად გვესმის, თუმცა, ამ სიღრმეებში არ შევალ, რადგან ძალიან მგრძნობიარე თემაა. ერთი, რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, არის ის, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ შანსს ხედავენ საქართველოში ვითარების არევაში და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვაში. ისინი ვერანაირად ვერ ახერხებენ ხელისუფლების პოზიციების შერყევას და რა თქმა უნდა, საქართველო რომ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, ეს ბევრ სხვა სიმძიმესთან ერთად გამოიწვევს იმასაც, რომ შესუსტდება ხელისუფლების სისტემა, რაც მმართველ პარტიაზეც აისახება. ეს არის მათი მიზანი, რაზეც ღიად საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ყველა პროვოკაციიდან ჩანს, რომ მათ ახლა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, ეს არის ომის პარტია, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0