
ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
როგორც რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება.
„ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ახლახან დააკავა. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც თავისუფალი იყო. ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.
შსს-ს ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული.
0
0
მარნეულში, ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს
22/04/2026