
საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, „ქართული ოცნება“ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ეს არის კრემლის მარიონეტული რეჟიმი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მისივე თქმით, ამიერკავკასიაში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება.
„ამ დარბაზში მყოფი რამდენიმე კოლეგა მონაწილეობდა გასულ კვირას ერევანში „ევრონესტის“ ასამბლეის სესიაში. როგორც ჩანს, სომხეთი ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი მაშინ, როდესაც საქართველო გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერეთ. მოგიწოდებთ, უფრო თამამად უპასუხოთ სომხების მიერ ჩვენთვის გამოწვდილ ხელს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო რეალისტები საქართველოსთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ეს არის კრემლის მარიონეტული რეჟიმი. ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც უკვე ერთი წელია, ქუჩაში ევროპული საქართველოსთვის იბრძვის, შეგვიძლია სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა ყველა პასუხისმგებელი პირისთვის. მათ შორის დეზინფორმაციული არხებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი ჯერ კიდე თავისუფლად მუშაობს აქ.
„რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“ აკრძალულია, ხოლო „ქართული ოცნების“ არხი „იმედი“ თავისიუფლად მუშაობს აქ და ავრცელებს სიძულვილის ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მინდა, ვიცოდე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროკავშირის დახმარების შესახებ, რადგან რეჟიმის მიერ დევნილი ორგანიზაციების უმეტესობას ამ დრომდე არ მიუღიათ რამე მხარდაჭერა“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
0
0
ლევან სანიკიძე: არ არის დეპრესიის დრო
04/11/2025