
ევროპარალამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა:
"ყველა დიქტატორს პირველ რიგში საკუთარ ხალხს ეშინია. პუტინს ყველაზე მეტად რუსების ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს საკუთარ ხალხს ეშინია - ათასობით ადამიანი ციხეში ჰყავს.
ერთი ადამიანი საქართველოშიც ძალიან შეშინებულია. რის ეშინია მას? დებიძინიზაციის. თუმცა ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია.
მივმართავ ბიძინას [რეჟიმის] კოლაბორაციონისტებს: ახალი და სამართლიანი არჩევნების ნუ გეშინიათ. ისტორია გიყურებთ. მიეცით ქართველ ხალხს საშუალება, თქვან საკუთარი სიტყვა. რაც არ უნდა ბინძური სიტყვებით ილაპარაკონ დიქტატორებმა, რა ტყუილებიც უნდა გაავრცელონ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით, ქართველო ხალხო. თქვენ შთაგვაგონებთ," - მიმართა ევროპარალამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
0
0