
რას ვდღესასწაულობთ იესო ქრისტეს ნათლისღებით? რატომ გახდა მისი ნათლისღება აუცილებელი?
ამის რამდენიმე მიზეზია:
"ცხადია, იესო ქრისტე, გარდა იმისა, რომ სრული ღმერთია, სრული ადამიანიც არის და ყველა ადამიანური თვისება გააჩნია, გარდა ადამიანური ცოდვისა. იორდანეში ნათლობით, იესო ქრისტე სამყაროს ცოდვებს იღებს თავის თავზე, რითაც ნათლისღება ხდება საწყისი ადამიანთა გამომხსნელობისა.
იორდანეში ნათლისღება ნიშანია იმისა, რომ ადამიანთა ცხონება და ცათა სასუფეველი, რის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, უკვე მოახლოებულია. ახლა კი შემხვედრი ნაბიჯი ადამიანებმა უნდა გადადგან.გარდა ამისა, ძველ ისრაელში გამდინარე წყალში განბანვა იყო ნიშანი ცოდვათაგან განწმენდისა, ცოდვის უარყოფისა და ახალი ცხოვრების დასაწყისისა.
~და ბოლოს, ნათლისღების შედეგად გაცხადდა წმინდა სამება - მამა, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ძე, რომელიც განკაცებულია და ნათელს იღებს და სულიწმინდა, მტრედის სახით გადმოსული ქრისტეზე. მტრედი ნოეს დროიდან არის ადამიანისა და უფლის შერიგების სიმბოლო.
სიტყვებს - "ეს არის ძე ჩემი საყვარელი" მთელი სამყარო ელოდებოდა ადამ და ევას სამოთხის დატოვების დროიდან. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც აღუთქვა ღმერთმა პირველ ადამიანებს - მსხნელი, აღთქმა უკვე შეასრულა და გამოვიდა მსახურებისთვის.
ამგვარად, ეს არის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ღმერთის ადამიანებთან საბოლოო შერიგებასაც და იმას, რომ საბოლოოდ, დადგა დრო, როდესაც ადამიანი უნდა დაუბრუნდეს თავის შემოქმედს.
ეს არის მოკლედ მნიშვნელობა იმ დიდი დღესასწაულისა, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს.
ცხადია, ტექსტი წმინდა მამათა სწავლებას ეფუძნება" - წერს თეოლოგი, ჟურნალისტი ზურა თვაური სოციალურ ქსელში.
0
0