-share.jpg)
ბრიტანელი ყოფილი საჰაერო ვიცე-მარშალის შონ ბელის პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ბრძოლები ამ დროისთვის გრძელდება, ზამთრის დარჩენილ დროში მანევრული ომის წარმოება ორივე მხარეს "ძალიან გაურთულდება".
„მაგრამ როდესაც გაზაფხული მოვა, მიწა ისევ გაშრება, გამკვრივდება და შესაძლებელი გახდება საგაზაფხულო შეტევის დაწყება. სავარაუდოდ, ორივე მხარე დიდ შეტევას დაიწყებს. მე არ ვიცი, რა ხდება პუტინის ან ზელენსკის გონებაში, მაგრამ ანალიტიკოსებთან განხილვის შემდეგ, სამხედრო პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.
რუსული პერსპექტივის მიხედვით, პუტინის ძალები ყოველ მიზეზგარეშე შეეცდებიან ჩრდილოეთით საკომუნიკაციო ხაზების დაცვას. დიდი ალბათობით, პუტინი ასევე შეეცდება გააძლიეროს პოზიციები ზაპოროჟიეს ირგვლივ, რათა ხელი შეუშალოს იქ უკრაინელთა სამხედრო ქვედანაყოფების შეღწევას.
ძირითადი აქცენტი იქნება ბახმუტის ტერიტორიაზე. უკრაინელები შეეცდებიან ბახმუტთან რუსი ჯარისკაცების წარმატების შეზღუდვას და მათთვის ჩრდილოეთით მდებარე რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებზე წვდომას. საკვანძო მოქმედება, რასაც უკრაინელებისგან ველოდებით, არის სამხრეთის მიმართულებით ბიძგის მიცემა, რათა მათ გაარღვიონ ხაზი ყირიმიდან დონბასამდე", - დასძინა შონ ბელიმ.
0
0
სამხრეთ კორეის ქალაქი პოჩონი დაიბომბა
06/03/2025