
"ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას გამოეხმაურა.
"იმ ფონზე, როდესაც არსებობს უამრავი საჯარო მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოების სახით, რომ პატიმარი სააკაშვილი პრაქტიკულად სიმულაციას ეწევა და ეს არის აღიარებითი ჩვენებები. ამბობენ რომ ვერ გადაადგილდება, მაშინ როდესაც მშვენივრად გადაადგილდება. იკვებება მაშინ, როცა არ აქცევენ ყურადღებას და ა.შ. ამ შემთხვევაში რა უნდა მოთხოვონ სტრასბურგის სასამართლოს - იქედან კალორაჟიან საკვებს ვერ გამოუგზავნიან, ვერ უარყოფს სტრასბურგი იმ საჯაროდ აღიარებულ მტკიცებულებებს, რომ ეს ადამიანი არ იღებს ასევე სამედიცინო საშუალებებს. თუ ბუნებრივად საკვებს ვერ იღებს, რომელი ქვეყანა არის ისეთი, სადაც ბუნებრივად მიიღებს საკვებს, რა უნდა ქნას - ჰაერი უნდა გამოიცვალოს თუ ქნას სტრასბურგმა,"- აცხადებს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი უკვე გაიგზავნა, თუმცა არც ოჯახი და არც დაცვის მხარე საჩივრის დეტალებზე არ საუბრობს.
0
0