08/03/2023
00:52
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკიდან მიმართავს საქართველოს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაში წარმოადგენენ - რას იცავთ, ან რას წარმოადგენთ, თუ არა ევროპულ მომავალს?.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირამდე მივიდეს.
„მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე მთავრობა, ხელისუფლება, ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე. ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, და ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებ ევროპისგან.
მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაში წარმოადგენენ - რას იცავთ, ან რას წარმოადგენთ, თუ არა ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველა ერთად, ახალგაზრდები, ასევე მე, აქ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, მნიშვნელოვანი შეხვედრები მექნება, ან გაეროს ტრიბუნიდან როდესაც იგივეს ვამბობთ, ვამბობთ იმას, რომ არ გვინდა კანონი, რომელიც უაზროა, თუ არა მისი აზრი - ჩამოგვაშოროს ევროპას. დღეს ერთად ვართ, ხვალ ერთად ვიქნებით და ამ ქვეყანას ევროპაში გავიყვანთ. ამ პირობას გაძლევთ თქვენ, რადგან ეს პირობა ჩემს თავს დიდი ხნის წინ დავუდე“, - ღნიშნავს პრეზიდენტი.
0
0