
პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?! - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2021 წლის ანგარიშით მისულ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა.
ბექა ოდიშარიამ მაგალითად მოიყვანა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში გამართული განმწესებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლმანეტის წინააღმდეგ, რაც დეპუტატის თქმით, სინამდვილეში იყო საქმე ეკლესიის წინააღმდეგ.
„არაფერი პირადული - მხოლოდ საქმე! როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით. ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?! 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო - ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა- პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში... როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული“,- განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა "ტყის კოდექსი" და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე - საქართველოს "ტყის კოდექსით" განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026