21/10/2021
10:52
პოლიტიკა
გთავაზობთ, სააკაშვილის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ ფეისბუკ პოსტს:
“თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები.
მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.
რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე” ,– წერს მიხეილ სააკაშვილი.
შესაბამისი პოსტი, მიხეილ სააკაშვილმა, ხაზარაძის მიერ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუს საპასუხოდ დაწერა. ინტერვიუში, კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანში საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო.
“იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა “ნაციონალების” დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ”, – აცხადებს ხაზარაძე.
0
0