03/12/2025
17:59

რას აღნიშნავს კოდი UN1017 - რას წერს ქიმიკოსი მაია მიქელაძე, რომელიც ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენებს.
"ახლა კარგად მომისმინეთ აჟიტირებულო მავნეებო!
ყველა ქიმიკოსი და ექსპერტი გახდით ვიცით, მაგრამ თქვენს იდიოტურ ბოდვას ბევრი “ ჭკუამხიარული” აყვა.
ამიტომ, ცნობისათვის:
დავიწყოთ იქედან, რომ კოდი UN1017 ( გაეროს კვალიფიკაციაა)არ არის ტრიქლორეთილენი, ეს არის ქლორი, გაზი 2, 3 საფრთხის კლასიფიკაციით. ეს კოდები მინიჭებული აქვს ყველა ქიმიურ ნივთიერებას, უსაფრთხოების კლასის მიხედვით.
- [x] ტრიქლორეთილენი- სითხე,(C2HCl3), დიდი სიმკვრივით, ამიტომ წყალში თითქმის არ იხსნება, ქლორორგანული გამხსნელი. საერთაშორისო სარეგისტრაციო ნომრით CAS 79-01-6 Trichoraetylenium, ხშირად უწოდებენ- ნარკოგენს, ტრეტილენს,ტრიქლორანს და ა. შ.
გასული საუკუნის 70 წლების ჩათვლით ეს პრეპარატი გამოიყენებოდა მედიცინაში ნარკოზულ საშუალებად, საერთო ანესთეზიისათვის.
( აბა, ჰე გამოდით, რომელი ხართ დანარკოზებული?)
დღეს სხვა უკეთესი და უფრო ეფექტური სამედიცინო საშუალებების არსებობის პირობებში , ტრიქლორეთილენი გამოიყენება მხოლოდ მრეწველობაში, როგორც ორგანული გამხსნელი( ცხიმების).
სუფთა ტრიქლორეთილენის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრა( სითხეა, ესე იგი დალევის შემთხვევაში,)იწვევს მძიმე მოწამვლას, თირკმლების და ღვიძლის დაზიანებას.
რადგან გამოიყენებოდა მედიცინაში, მცირე დოზებით არ არის საშიში.
- [x] UN3439საინდიფიკაციო კოდი ბრომბენზილციანიდის.
ბრომბენზილციანიდი(Bromobenzyl cianide BBC,ფრ. Camite, CA)
ქიმიური ფორმულა-C6H5CHBrCN,
ფხვნილი, ფაქტიურად არ იხსნება წყალში, იხსნება მხოლოდ ორგანულ გამხსნელებში( მაგ. ტრიქლორეთილენში), გამოყენეს პირველ მსოფლიო ომში. იწვევს მასიურ მოწამვლას მძიმე სიმპტომებით. ის “ ჭამს” ლითონის ზედაპირებს, ინახება მინის ან ფაიფურის ჭურჭელში, ამიტომ სამხედრო დანიშნულებით მისი გამოყენება რთულია.
ეს ინფორმაციაა, დასკვნები თავად გააკეთეთ.
მე ჩემს აზრს მოგახსენებთ:
რომ გამოეყენებინათ ტრიქლორეთილენში გახსნილი ბრომბენზილციანიდი , ეს გამოიწვევდა ადამიანების მასიურ მოწამვლას( რაც მოხდა პირველ მსოფლიო ომში) , ამისი დამალვა შეუძლებელი იქნებოდა, საავადმყოფოები გადაივსებოდა.
როცა მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი და ერთ გოგონას დაუზიანდა თვალი, ეს არ დაიმალა ,გავრცელდა მედიაში, ხომ ასეა?
წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის მასიური მოწამვლა და არავინ იღებს ხმას ერთი წელი?
მით უმეტეს ნაცტელეარხები?
სად დაადგინეს რა ნივთიერებით მოიწამლნენ, რომელ ლაბორატორიებში?
სად არის დასკვნები?
მოწამლული ადამიანები?
რატომ მაინდამაინც ახლა “გაახსენდათ” ?
BBC-ი ამდენი სკანდალის შემდეგ, დღეს რატომ ინტერესდება ამ თემით?
იმედია, ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გამოეძიების ფარგლებში.
გამოძიება უნდა ჩატარდეს ქართველი სამართალდამცავების მიერ, რადგან უცხოური მედია ფაქტიურად ადანაშაულებს ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ პასუხი უნდა გაეცეს აქ, ვისაც არ მოეწონება შედეგები, შემდეგ გაასაჩივრონ, სადაც უნდათ.
ქართული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სამარცხვინოა და გამიზნულია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრიმინაციისათვის, რაც ზოგადად დანაშაულია.
იმედი მაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ქვეყნის მტრები( ვინც არ უნდა იყოს) დაისჯებიან."- წერს ქიმიკოსი.
0
0