
„რამშტაინის“ ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინას 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას შეჰპირდნენ. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ გერმანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 4,5 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს.
საუბრისას ჰილიმ ზაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის ის, ვინც „ფეხს ითრევს“ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და აგრძელებს ქვეყნის დაბომბვას.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, მისი ქვეყანა 2029 წლამდე უკრაინას 11 მილიარდ ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს.
პისტორიუსმა, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის გამო უახლოეს მომავალში მშვიდობის მიღწევა მიუწვდომელი აღმოჩნდა.
უკრაინელმა კოლეგამ, რუსტევ უმეროვმა კი მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა აღნიშნული დახმარებისთვის.
„21 მილიარდი დოლარის დახმარება არის ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში და ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული ქვეყნის“, – განაცხადა უმეროვმა.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025