რამდენჯერაც არჩევნებს წააგებენ, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან, ეს ხალხი ვერაფერზე თანხმდება, მათ შორის, რა დღეს გამართონ აქცია - გურამ მაჭარაშვილი
A-
+A

საზოგადოება ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით ძალიან დაიღალა – რამდენჯერაც არჩევნებს წააგებენ და საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურია, გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან, აწყობენ დესტრუქციას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე სუბრისას აღნიშნა, რომ კანონის ფარგლებში აქციების გამართვა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.
„საზოგადოებას ეს ყველაფერი მობეზრდა. ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და არავის სცალია იმისთვის, რომ სახელმწიფომ რამდენიმე ადამიანის ქუჩაში სირბილზე დახარჯოს რესურსი. ამიტომ, ამას არ აქვს არანაირი შედეგი. კანონის ფარგლებში აქციების გამართვა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, თუ ეს კანონის გარეშე მოხდება, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. რაც შეეხება 7 ნოემბერს, სიმბოლურია, რომ ამ დღეს უნდოდათ აქციის გამართვა. ეს ხალხი ვერაფერზე თანხმდება, ვერც იმაზე, რა დღეს გამართონ აქცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0
354
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%