აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა კარანტინი კოროვირუსული პანდემიის გამო - ამჯერად 2024 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი რჩება 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქომ განაცხადა, რომ შეინარჩუნებს საკარანტინო რეჟიმს, რომელიც შემოღებულi იქნა კოროვირუსული პანდემიის გამო, „ვიდრე საჭირო იქნება“.
ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.
მანამდე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო საქართველომ 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა.
მისი თქმით, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ტურისტული ნაკადის სრულად აღდგენა პანდემიამდელ დონესთან შედარებით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო ტურიზმის სექტორის ზარალს 400 მილიონ დოლარად აფასებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გამოაცხადა გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება COVID-19 პანდემიის გამო.
0
0