31/01/2022
11:01
პოლიტიკა
„28 იანვარს იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საზარელი თარიღი. მე მაინტერესებს გუბაზ სანიკიძეს თუ გაახსენდა ეს ამბავი. როდესაც ჩემთან და ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად ამას აპროტესტებდა რამდენიმე წლიანი ქუჩის პროტესტის დროს. თუ გაახსენდა სააკაშვილის რეჟიმის სხვა რომელიმე მსხვერპლი?! რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა კობა დავითაშვილი. კობა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მსხვერპლი. თუ გაახსენდა კობა დავითაშვილი ან ირინა ენუქიძე, რომელიც გადაყვა შვილის საშინელ სიკვდილს. გუბაზ სანიკიძე ქალბატონ ირინასთან ერთად მიტინგებზეც მინახავს და სასამართლო სხდომათა დარბაზებში და ა.შ. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ძალიან გულგასატეხი ამბავი. რამდენიმე წელი სააკაშვილს გამუდმებით ეძახდა მურვან ყრუს ახლა ეძახის ქვეყნის გადამრჩენელს. რამხელა ვარდნაა პრინციპების, მორალის, ზნეობის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიციაში ნულების პარადია, ბევრი ოპოზიციონერი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და მის ნდობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს.
0
0