21/03/2022
12:47
პოლიტიკა
„მე მინდა საპარლამენტო ოპოზიციას. გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული სიტყვა-პასუხი არის საჭირო, როდის წახვალთ მაგ პარლამენტიდან? როდის მოშორდებით ხელისუფლებას? სხვა კითხვა პასუხი დღეს დღეობით არ შეიძლება იყოს. საუბარია საქართველოს გადარჩენაზე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც საქალაქო სასამართლოში მორიგ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება გეგმავს რუსეთისთვის სააკაშვილის გადაცემას.
„იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის, მათ შორის, საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი სხვათა შორის ჩემს გადაცემასაც აპირებენ რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლე რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და მის გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი ნეიტრალიტეტს მოგვთხოვს. ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და რამდენიმე თვეში საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი. ეს არის ამათი გეგმა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0