რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა - თამარ გაბუნია
17/12/2021
11:33
COVID-19
A-
+A
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა.
„რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით არ იცის, ვინ იქნება. კითხვაზე, დარჩება თუ არა ის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თამარ გაბუნია ამბობს: “ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. დაველოდებით ახალ მინისტრს”.
“უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი თვის ბოლომდე გახდება”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0
0
264
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%