
„არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკრებილი თავის აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია თუ ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებმა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ შემაჯამებელ საარჩევნო აქციას 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართავს.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026