19/01/2025
17:22
მსოფლიო
ხვალიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
როგორი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელფასი და რა თანაფარდობაშია იგი სხვა ქვეყნების პირველ პირთა ხელფასებთან?
შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებით, 2001 წლიდან პრეზიდენტის წლიური ხელფასი 400 ათას დოლარს (ბრუტო) შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს პრეზიდენტია, იგი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე რიგი სხვა სახელმწიფოების პირველი პირები იღებენ.
დონალდ ტრამპის ხელფასი 2-ჯერ მეტია, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტის, მაგრამ ნაკლებია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ხელფასზე (543 ათასი დოლარი) და გერმანიის კანცლერის ხელფასზე (593 ათასი დოლარი).
კიდევ უფრო დიდია სხვაობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის და სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ხელფასებს შორის. ეს უკანასკნელი წლიურად 1 მილიონ 600 ათას დოლარს იღებს ხელფასის სახით ანუ 4-ჯერ მეტს, ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
შედარებისთვის, ხორვატიის პრეზიდენტის წლიური ხელფასი (ბრუტო) 44 ათასი დოლარია
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025