29/07/2026
20:20

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც წარდგენის შემდეგ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის ახალი გამოწვევა პატივია.
"ერთის მხრივ, პატივია, მეორეს მხრივ, გამოწვევაა ძალიან დიდი. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. ამასთან, პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.
0
0