BarcaTimes-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, მის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის 90-100 მილიონად განხორციელებას იმედოვნებენ.
"სელტას" ყოფილი თავდამსხმელი ალეკსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია "ბარსელონაში" უნდა გადავიდეს:
"მჯერა, ხვიჩა "ბარსელონაში" აღმოჩნდება. მე თვითონ მინდა, ეს ასე მოხდეს. ვფიქრობ, ის ამისათვის მზადაა, რამეთუ კარგი დონისაა.თუ 90-100 ევროზე ვისაუბრებთ, ეს საერთოდ გაუგებარია. საიდან მოდის ასეთი თანხები, არავის არ შეუძლია გაიგოს. ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინაიადან ბოლო 2-3 წელიწადში მსგავსი ტრანსფერები ვიხილეთ.
ხვიჩა ახალგაზრდაა. აღარც ვილაპარაკებ, რომ პერსპექტიულია, რადგან კარგა ხანია ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სკუდეტო მოიგო და რაზეა საუბარი? მას მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინ აქვს".
აქვე ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ უპირისპირდება.
sportall.ge
0
0