
რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ნეტავ იმ დღეს?! - მოკლე გასაუბრებაზე რა მოგახსენოთ, შეიძლება, [ტრამპმა ყაველაშვილს] ჰკითხა ვინ ბრძანდებითო, იმან უპასუხა და ამით დამთავრდა - სიმპტომატურია, რომ ხელის ჩამორთმევაზე არის ასეთი აჟიოტაჟი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი" „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომ ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე მყოფმა დონალდ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს ხელი ჩამოართვა.
მისი თქმით, ხელის ჩამორთმევა უბრალოდ, ძალიან ფორმალური აქტია, რომელზეც არ შეიძლება რამე იმედები დაამყარო.
„მოკლე გასაუბრებაზე რა მოგახსენოთ, შეიძლება, ჰკითხა: ვინ ბრძანდებითო, იმან უპასუხა და ამაზე დამთავრდა, მაგრამ რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ნეტავ იმ დღეს?! შეიძლება ვიფიქროთ, რომ როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულს მაინც, თუ ასეულს არა. ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს. ხელის ჩამორთმევა ხომ რაიმე განცხადება არ არის?! რაიმე სახის აღიარება არ არის?! ასეთი რამე არც ერთ პროტოკოლში არ წერია. აი, ხელის არჩამორმევა, სპეციალურად, როდესაც სხვებს ჩამოართვი და მაინცდამაინც ამას არ ჩამოართვი, ბევრს ნიშნავს, მაგრამ როდესაც შენს ხელს ართმევ ზედიზედ მდგარ სახელმწიფოს მეთაურებს, რომელთა რიგში პროტოკოლის მიხედვით, ის მოხდა, ჩამორთმევა ამ შემთხვევაში არის უბრალოდ ძალიან ფორმალური აქტი, რომელზეც არ შეიძლება რამე იმედები დაამყარო. ასევე სიმპტომატურია, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევაზე არის ასეთი აჟიოტაჟი და იმაზე, რომ თურმე, სურათში ვიღაცას ტრამპმა ხელი აუწია და ყაველაშვილი იქით უკან სადღაც იდგა და მაინცდამაინც იმას აუწია. ანუ, რა სახის გარღვევა მოხდა კონკრეტულად, მაშინ თქვან და რაზე ისაუბრეს, რას დაჰპირდნენ ამერიკელები ვთქვათ, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას?!,“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.
0
0