21/12/2021
15:12
სამართალი
რამაზ გერლიანის და ნანა გერლიანი, მისი ძმის გაუჩინარებაში ყოფილ რძალს ადანაშაულებს. როგორც ნანა გელიანი ამბობს, ყოფილი რძალი ცდილობს გამოძიება სხვა კუთხით წაიყვანოს.
"პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, იმიტომ, რომ ის რაღაცას მალავს, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით გამოძიების წაყვანას. ხელს აფარებს რაღაცას, შეკრულია ამ პიროვნებასთან, რომელიც ჩემ ძმას აყენებდა შეურაცხყოფას, შეიჭრა ჩემი ძმის სივრცეში, მისივე სახლში,"- აცხადებს ნანა გერლიანი.
მედიასთან კომენტარი გააკეთა გერლიანის მეორე დამ მარინა გერლიანმა. მისი თქმით, რამაზ გერლიანის გაუჩინარებაში პოლიციელს და ყოფილ რძალს ადანაშაულებენ.
"პოლიციელი არის ამ საქმეში თავი და ბოლო და ჩემი ყოფილი რძალი. ამის გულისთვის ამ პოლიციას რა ძალაუფლება აქვს არ ვიცი, ხალხის დაცვის მაგივრად თვითონ აფარებენ თავიანთ ტყავს ხელს,“- აცხადებს მარინა გერლიანი.
0
0