
Raisina Dialogue არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები საჯაროდ და ხმამაღლა იყოს გაჟღერებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში განაცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმში მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე და გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
Raisina Dialogue არის Observer Research Foundation-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ნიუ-დელიში.
ამავდროულად, ცნობილი ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის მოკლე აუდიენციის შესახებ Raisina Dialogue-ის კონფერენციაზე
0
0