24/05/2023
14:25
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაღაცნაირად ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებზე თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დღეს, არა მხოლოდ ხელისუფლება, ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე იმ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული საოკუპაციო ომის გამო, ჩვენ გვიწევს ძალიან ფრთხილად, ბეწვის ხიდზე სიარული. როცა ამ დროს ვიღაცები ქვეყნის შიგნით ცდილობენ, ამ ხიდიდან გადაგაგდონ, ომში ჩაგრთონ და შემდეგ რაღაც ფრაზებით ცდილობენ ამის გამოსწორებას, ასე არ გამოვა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს. როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაღაცნაირად ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებზე თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს. დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეიძლება ცოტა სხვა იყოს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეროვნული ინტერესი გადიოდეს სუვერენიტეტზე, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.
0
0