
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი „მაგნიტსკის სიის“ ქართულ ანალოგში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ექიმების დისკრედიტაციას აქვს ადგილი.
ექიმმა უსაფუძვლო უწოდა ადვოკატის ყველა ბრალდებას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე აყენებს.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა გორის ჰოსპიტალსი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ხდებოდა.
„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა იმ პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით. ასევე, მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეულ დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, რაც თქვენ ახსენეთ, არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაცია. ფორმა 100-იც არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია, უზარმაზარი, რომელიც დევს საქმეში“, - აცხადებს ნინო გოგორიშვილი.
0
0