28/12/2024
12:05
პოლიტიკა
რაღაც ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა, - ასე აფასებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე “ქართული ოცნების” მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხელ ყაველაშვილის ინაუგურაციას.
აღნიშნული კომენტარი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ხვალ რომ რაღაც მასკარადს აწყობენ, ვითომ რაღა ინაუგურაციას რომ ეძახიან და ვითომ პრეზიდენტი რომ უნდა აირჩიონ, მაგ ნაწილში რაღაც ახალი რეალობა იქნება, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა. მასთან მიმართებაში დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს და ა.შ. - მაგაზე მუშაობა შეიძლება ჩვენ ევროპელ და არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025