
🛑რაგბის კლუბ ‘’არმიას’’ ორგანიზებით,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს რაგბის კავშირის თანადგომით, ლისის ტბაზე, გიმნაზიის სპორტულ პარკში გაიმართა ჩემპიონატი ქვიშის რაგბში თავდაცვის ძალების ბრიგადებსა და ვეტერანებს შორის.
🛑ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს 5 -მა ქვედანაყოფმა და ომის ვეტერანთა 1 -მა გუნდმა.
🛑ფინალური ორთაბრძოლა გაიმართა ვეტერანების “ბარბაროსას” და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდებს შორის. მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა.
🛑 გამარჯვებულ გუნდს, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ,გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.
ჩემპიონატის მონაწილეები მედლებით დააჯილდოეს თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის უფროსმა,ვიცე-პოლკოვნიკმა, მერაბ დემურაშვილმა და რაგბის კლუბ “არმიას” პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა.
✍ინფორმაციისთვის, რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის ჩემპიონატი ქვიშის რაგბში 2015 წელს, რაგბის კლუბმა ‘’არმიამ’’ დააარსა და ყოველწლიურად ტარდება; წელს პირველად, ჩემპიონატში ვეტერანთაგან დაკომპლექტებულმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.
0
0