07/05/2024
11:07
მსოფლიო
იორდანიის მეფემ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა "ახალ ხოცვა-ჟლეტას" გამოიწვევს.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა II-ს თეთრ სახლში ხვდებოდა, როდესაც ცეცხლის სავარაუდო შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
მეფე აბდულა II-ს განცხადებით, რაფაჰზე სახმელეთო შეტევამ შეიძლება კონფლიქტის „რეგიონული გავრცელება“ გამოიწვიოს. აბდულა II-მ ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.
„ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე, სადაც, ღაზას სექტორში მიმდინარე ომის შედეგად, 1,4 მილიონი პალესტინელი იძულებით გადაადგილებულია, ახალ ხოცვა-ჟლეტას გამოიწვევს. მისმა უდიდებულესობამ ხაზი გაუსვა ყველა ძალისხმევის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას”, - ნათქვამია იორდანიის სამეფო კარის პრესრელიზში.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024