
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბირთვული მასალის, კერძოდ რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის - ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულების შესაძლო განვითარება აღკვეთა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ქალაქ ბათუმში, საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.
დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 000 000 აშშ დოლარად იგეგმებოდა.
აღნიშნული ბირთვული მასალა - რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისათვის.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე.
0
0
20 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/07/2025
19 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/07/2025