
რადიო „ეხო კავკაზას“ რედაქცია აცხადებს ყოველდღიური რადიომაუწყებლობის შეჩერების შესახებ, რომელიც 2009 წლის 2 ნოემბრის შემდეგ არ შეწყვეტილა. ამის შესახებ ნათქვამია რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს გადაწყვეტილება იოლი არ იყო, მაგრამ ის პრობლემები, რაც ჩვენი პროექტის თანამშრომლებს და პარტნიორებს შეექმნათ და შეიძლება შეექმნათ მას შემდეგ, რაც რუსეთმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყველა დანაყოფი არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, არჩევანს არ გვიტოვებს. ჩვენ არ შეგვიძლია გავრისკოთ ჩვენი კორესპონდენტებითა და ექსპერტებით, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ეთერში პირდაპირი სიტყვის არარსებობა, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და უბრალო ადამიანებთან ინტერვიუების ჩაწერის შეუძლებლობა რადიო ფორმატს ამჟამად არაპრაქტიკულს ხდის.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კავკასიის რადიო „ექო“-ს პროექტი იხურება მისი 15 წლის იუბილემდე? არა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს! ჩვენი ვებ-გვერდი www.ekhokavkaza.com და ჩვენი ანგარიშები სოციალურ ქსელებში გააგრძელებს აუდიტორიისთვის მაღალი ხარისხის ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კონტენტის ყოველდღიურ მიწოდებას. ჩვენ გამოვიყენებთ აუდიტორიასთან ურთიერთობის ახალ ფორმებს, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხოა მათთვის.
ჩვენი მიზანი - სიტყვის თავისუფლების უფლების რეალიზება - უცვლელი რჩება, თუნდაც ის გართულდეს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებებით“ - ნათქვამია „ეხო კავკაზას“ განცხადებაში.
0
0