
რადიო თავისუფლების კორპორაციის პრეზიდენტის ჯეიმი ფლაის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია არა საკუთარი ნებით, არამედ "სიმართლეზე პუტინის თავდასხმის" გამო.
"რადიო თავისუფლების უნარზე, იმუშაოს რუსეთში, კრემლის ეს თავდასხმები რადიო თავისუფლებაზე მრავალწლიანი წნეხის კამპანიის კულმინაციაა, გამოცემა ფიზიკურად იმყოფებოდა რუსეთში 1991 წლიდან, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მოწვევით შეიქმნა მოსკოვის ბიურო" - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.
რუსეთმა 4 მარტს რადიო თავისუფლების და BBC-ის რუსული გამოცემების ვებგვერდებზე წვდომა შეაჩერა. მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელება დასახელდა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გაიზარდა წნეხი თავისუფალ მედიაზე.
რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025