04/04/2023
13:31
პოლიტიკა
ზოგადად, გამოძიება ყველა დეტალით უნდა დაინტერესდეს. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ, გზააბნეული ახალგაზრდების გამოყენებას საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის და ამის უამრავი მაგალითი ვიხილეთ, თუმცა სამართლებრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მარტის მოვლენებზე პასუხისმგებელი რადიკალური ოპოზიციაა.
„არ ვიცი, გამოძიება ვისზე უნდა დაიწყოს, მაგრამ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის პასუხისმგებელი იმ რადიკალიზმზე, რომელსაც ქვეყანაში ვხედავთ. რადიკალებში გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია. რადიკალური ოპოზიცია შედგება ორი „ბოლშევიკური ტროიკისგან“ – ეს არის „მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ხაბეიშვილის ტროიკა“, რომელიც „ნაცმოძრაობად“ არის გაფორმებული და მეორეა „ნაციონალურ-ბოლშევიკური ტროიკა“, რომელიც არის „ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის ტროიკა“. მათ შორის არანაირი განსხვავება და ზღვარი არ არის, ყველა თანაბარად პასუხისმგებელი იმ რადიკალიზმზე, რომელსაც წლებია საქართველოში ვხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0