
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, "დირექტივა არ აქვთ მიღებული":
"ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის სწორხაზოვანი დირექტივა, რომელსაც იღებენ ხოლმე გარედან, არ აქვთ მიღებული. ამავდროულად, მათი მერყეობა გამომდინარეობს იქიდან, რომ არც საკუთარ ამომრჩეველში არ არიან დარწმუნებულები. ასევე, არავის გაგვიკვირდება, თუ ეს რადიკალი ოპოზიციონერები, როგორც თავიანთი პარტიების შიგნით, ასევე ზოგადად პარტიებს შორისაც ვერ იტანენ ერთმანეთს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
0
0