-share.jpg)
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სიტუაცია უკიდურესად საშიშია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რადიაციული კატასტროფის რისკი ერთი საათითაც კი არ მცირდება.
„სამწუხაროდ, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციებს ზუსტად იმ მიმართულებით, საიდანაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლები ზაპოროჟიეს სადგურზე უნდა მივიდეს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ მისია მუშაობის დაწყებას შეძლებს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სიტუაცია უკიდურესად საშიშია. ოკუპანტები არ ტოვებენ ქარხანას, აგრძელებენ დაბომბვას და არ გააქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. ისინი ჩვენი ქარხნის თანამშრომლებს ემუქრებიან. რუსეთის ქმედებების გამო, რადიაციული კატასტროფის რისკი ერთი საათითაც კი არ მცირდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
0
0