
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, ვასილ მალიუკი დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭრა სახალხო რადას დეპუტატების უმრავლესობამ - 324-მა დეპუტატმა.
კენჭისყრას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და გენერალური პროკურორი.
„ასეთი შედეგისა და სრულმასშტაბიანი ომით გავლილი გამოცდის გათვალისწინებით, მისი (ვ. მალიუკის) დანიშვნა სრულად გამართლებულად მიმაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, 2022 წლის ივლისში ივან ბაკანოვი გაათავისუფლეს.
18 ივლისს ზელენსკიმ დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ვასილ მალიუკი დანიშნა, რომელიც SBU-ის უფროსის პირველი მოადგილე იყო.
2023 წლის 6 თებერვალს კი ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, სწორედ მალიუკის კანდიდატურა შესთავაზა.
დღესვე, რადას სრული უმრავლესობის მხარდაჭერით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად იგორ კლიმენკო დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა.
0
0