
უკრაინის ვერხოვნა რადას ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა რუსლან სტეფანჩუკთან ერთად კიევის ქალაქებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს არანაირი გზით არ დაეხმარება.
„საქართველო რუსეთის არანაირი გზით არ დაეხმარება“ - რადას ცნობით, განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კიევის რეგიონში რუსული აგრესიის შედეგად განადგურებულ ქალაქებს ესტუმრა.
რადა იუწყება, რომ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია ნათელია და ის უკრაინის მხარეს დგას.
„ჩვენ ცხადად გვესმის სად ვართ, რომელ მხარეს და ჩვენ კარგად გვესმის რომ ერთ მხარეს უკრაინასთანაა ევროკავშირი, ისევე როგორც მთელი სამყარო.
ჩვენთვის ძალიან მკაფიოა სად ვართ 2008 წლის შემდეგ - მას შემდეგ რაც ჩვენ იგივე სიტუაცია გვქონდა“, - რადას ინფორმაციით, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის პარლამენტი ასევე იუწყება, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინა დაარწმუნა, რომ დღევანდელი პირადი შეხვედრით „ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა“.
„ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0