-share.jpg)
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა - „რუსეთის ხალხისადმი“, რომელშიც მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც, როგორც გზავნილშია ნათქვამი, „უფრო მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად“ ისწრაფვიან.
ვიდეო არის ისტორიული მოვლენების ამსახველი კადრები, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი, კოსმოსური რბოლა, მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც რუსული სუბტიტრები ახლავს.
„ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობდნენ მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად, თქვენს ლიტერატურას ასწავლიან ჩვენს სკოლებში, თქვენი ნამუშევრები (მუსიკალური) შესრულებულია ჩვენს ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულებებში, ისტორიის მანძილზე ჩვენს ქვეყნებს საერთო კულტურა და მიღწევები აქვთ. მიგვაჩნია, რომ ის, რაც ხდება, თქვენ არ შეგეფერებათ“ - ნათქვამია მიმართვაში.
სიტყვების ფონზე - „რაც ხდება შენ არ შეგეფერება“ - უკრაინის ომის ამსახველი კადრებია, ხოლო სოლიდარობის შესახებ სიტყვებს თან ახლავს კადრები რუსების პროტესტზე ომის წინააღმდეგ.
0
0