
„მე არ მგონია, რომ ხალხი ცეკვის გამო მომცემს ხმას, უბრალოდ ვიცეკვე, იმიტომ რომ შემიძლია, ქართულად ვცეკვავდი 12 წელი - რაც ვიცი ის ვიცეკვე, რაც არ ვიცი იმას ხო არ ვიცეკვებდი? ” - ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო “სივრცის” გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას წამყვანის კითხვას თუ რატომ ქართული ნაციონალური ცეკვა და არა მაგალითად, ჯაივი ან რუმბა:
„მე არ მგონია, რომ ხალხი ცეკვის გამო მომცემს ხმას, უბრალოდ ვიცეკვე, იმიტომ რომ შემიძლია, ქართულად ვცეკვავდი 12 წელი - რაც ვიცი ის ვიცეკვე, რაც არ ვიცი იმას ხო არ ვიცეკვებდი? რომ იცოდეთ, პროფესიონალი მასწავლებელიც ვარ, დამთავრებული მაქვს ეს ყველაფერი და რაც შეეხება, ცეკვის სურვილი განაპირობა იმან,რომ მეცნობებინა ამბავი - ჯერ ცეკვა გადავწყვიტე და დავიწყე ცეკვაზე სიარული, თვითონ ამბავიც მომწონდა - ავანტურა, რაც იყო“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა
0
0