
რაც უნდა ფსკერზე გვეგონოს ხოლმე თავი, უცებ დავკრავთ ხელს და ამოყვინთავთ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
"სინამდვილეში საქმე მარტივიდაა: საქართველოს აქვს სულ სხვანაირი სულიერი ქსოვილი. წარმოუდგენელია, სხვაგვარად იმას გადარჩენილიყო, რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა - სრულიად წარმოუდგენელი. და რაც უნდა ფსკერზე გვეგონოს ხოლმე თავი, უცებ დავკრავთ ხელს და ამოყვინთავთ. იმას რასაც გუშინწინ სულ ხუთი-ექვსი ადამიანი გავიძახოდით, ერთმანეთს ვაგროვებდით და ზურგს ვუმაგრებდით (მე განსაკუთრებით მჭირდებოდა ეს ბევრი მიზეზის გამო) ახლა, ამ წუთას, მიჯრით ამბობს დიდი და პატარა. და მიხარია მათი ხმა, რადგან ამგვარი არჩევანი გვიანი არასდროსაა. ვერ შეეგუება ჩემი სამშობლო თუნდაც ირიბ გამარჯვებას იმ ქვეყნისა, რომელმაც ორასორმოცდაათი წლის მანძილზე შვილები უკლა, მიწები წაგლიჯა, ტაძრები უთეთრა, ატყუა, აწამა, ენის ამოგლეჯა დაუპირა. არ გამოვა. არც გამოვიდა. ვერავინ ვეღარ მიაწებებს ამ ახალგაზრდებს რომელიღაც ძალას, რადგან ეს უკვე ცალკე ძალაა. ძალა, რომელსაც საქართველო უნდა იქ, სადაც ის იდგა საუკუნეების მანძილზე. მეც აქ ვდგავარ ჩემს ქვეყანასთან ერთად ჩემი მცირედით"- წერს გიორგი კეკელიძე.
0
0