-share.jpg)
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2023 წელი კურდღლის წელია. უფრო ზუსტად კი კატა-კურდღლისა.
ტრადიციულად, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს და რა დავახვედროთ 2023 წლის მთავარ სიმბოლოს.
„სიმბოლოდან გამომდინარე, 2023 წლის მთავარი ფერები იქნება ლურჯი, ცისფერი და შავი.
ზოგიერთი უწოდებს შავი კატა-კურდღლის წელს და არ გაგიკვირდეთ. ასევე მისაღებია მწვანე, როგორც წყლის სტიქიის ერთ-ერთი ფერი. ასევე, საახალწლოდ ამ ფერების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერცხლისფერი და ნაცრისფერიც.
რაც შეეხება სუფრას. დადეთ რაც შეიძლება მეტი საკვები - ნამცხვრები, საცივი, თევზეული, ხორცეული, სასმელები... ნებისმიერი რამ შეგიძლიათ წელს დადოთ სუფრაზე, არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.
არც სიმბოლიკა დაგავიწყდეთ. აღმოსავლური კალენდრით კატა-კურდღელი შემოდის 22 იანვრის ღამეს, ამიტომ 31 დეკემბერს სუფრაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სიმბოლიკა - ვეფხვის და კატის ან კურდღლის. წინ დაუდეთ ხორცი, კურდღელს - სტაფილო, რათა პატივისცემა ვაგრძნობინოთ და მათი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ,“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
0
0