20/06/2023
21:52
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ლევან ბერძენიშვილზე და ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა სუს-ის მიერ არის ორგანიზებული.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მთავარი საფრთხის სახით კარგავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა ცდილობს პარალელური საფრთხე შექმნას.
მისივე თქმით, წელიწად-ნახევარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემით, „ქართული ოცნება“ იყო ბედნიერი, რადგან „მეტი სალაპარაკო არ ყოფილიყო“.
„სუს-მა დაავალა ამ ხალხს, რომ ვიღაცას ზურა ჯაფარიძისთვის ჩაერტყა, ვიღაცას ლევან ბერძენიშვილისთვის. „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება „ნაციონალური მოძრაობა“ , როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. ყავლი გასდის, ძალიან სასაცილო ხდება „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა სააკაშვილის გამოაშკარავდა. სინამდვილეში აღვირახსნილი და ზნედაცემული სიმულანტია. არანაირი „პოლონიუმი“ არ დაულევია... ცოლის დაფეხმძიმების თავი თუ გაქვს, შე ოხერო რას ატყუებდი წელიწად-ნახევარი ამ ქვეყანას? რა დღეში იყავი? სამარცხვინო ხალხი, რომ იძახდა: ისეთი, რაღაცა ჭირს, თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანეს არაფერი ეშველება. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არაფერი არ სჭირსო და თვითონაც მოყოჩაღდა. ახლა გაახსენდა, რომ 100 პროცენტით საქართველოს პოლიტიკაში უნდა ჩავერთოო.
„ქართული ოცნება“ მთავარი საფრთხის სახით კარგავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა უნდა რომ პარალელური საფრთხე შექმნას“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, მან ასევე ისაუბრა Edison Research-ის კვლევაზე და აღნიშნა, რომ ზღაპარი და სიაფანდობაა აღნიშნული კვლევა , ხოლო რეალობას არჩევნები აჩვენებს.
„Edison Research-ი და ეს სიაფანდობაა სულაც არ მაინტერესებს, ეს „ნაციონალების“ მიერ ჩატარებული კვლევაა. ზღაპარი და სიაფანდობაა ეს კვლევა. არჩევნები გვაჩვენებს რეალობას.
ვისაც უნდა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს მზად ვარ ყველას ველაპარაკო. მავნებლური ძალა და მსოფლიო მასშტაბის სიმულანტის, სააკაშვილის თამადობით არ უნდა დაბრუნდეს. ვისაც ეს უნდა, მზად ვარ ყველას ველაპარაკო“, - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0