06/10/2021
11:26
პოლიტიკა
,,სააკაშვილი არის პათოლოგიურად მშიშარა და პათოლოგიურად პატივმოყვარე. რომელი უფრო იყო, იქამდე არ ვიცოდი, სანამ საქართველოში გიჟივით არ ჩამოქანდებოდა და ციხიდან პირველ წერილს არ მოიწერებოდა:
“„ნიკა, ძვირფასო,
მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან”…
ამ სიტყვებმა ყველაფერი ნათელი გახადა ჩემთვის.
ერთადერთი, რაც მიშას აღელვებდა ის იყო, რომ მელიამ ციხე გამოიარა, მან კი არა. მელიას შეეძლო მისთვის ლიდერის როლის წართმევა, ამიტომ სძლია შიშს ( რაც აქამდე ვერც ქვეყნის და ვერც ხალხის სიყვარულმა ვერ შეაძლებინა) და მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო.
ანუ მშიშარაზე მეტად პატივმოყვარე ყოფილა. პირველივე წერილში, პირველივე ფრაზაში სწორედ ეს ვერ დამალა, მელიას მისწერა, ახლა მეც იქ ვზივარ, სადაც შენ იჯექი და ჩემზე “მაგარი” ვეღარ ხარო!
ასე გაიმარჯვა მიშას შიშებზე მიშას ძალაუფლების დაუოკებელმა წყურვილმა და აქვე დასრულდა ამბავი მელიას ლიდერობისა…”
0
0