
რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხდა.
როგორც კულებამ აღნიშნა, ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
„ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი მარტივია. იქ მხოლოდ სამი პუნქტია, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად უკრაინაში. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ, როგორ გავიმარჯვოთ, თუმცა იარაღის გარეშე. ამ გამარჯვებას თან უზარმაზარი მსხვერპლი სდევს. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება. ქალაქები და დასახლებები არ განადგურდება“, – განაცხადა კულებამ.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025