26/10/2024
18:49
არჩევნები 2024
რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე საათი დარჩა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს.
„ეს რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები და აგრესიაზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, დიახ, რამდენიმე საათში დასრულდებით, რამდენიმე საათში დასრულდება თქვენი დრო და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქებს“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, 30-მდე პირი დაესხა თავს. მათ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ დროშები აქვთ მოტანილი.
ჯგუფი, რომელიც კოალიციის ოფისის ტერიტორიაზე შევიდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკური მოძრაობის წევრს. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
0
0